ფეხბურთი

1:00 | 29.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

არტეტამ გაბრიელის და ტროსარის ტრავმებზე ისაუბრა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ლეანდრო ტროსარისა და გაბრიელ მაგალაეშის ტრავმებზე ისაუბრა.

ესპანელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ ორივე მალე უნდა დაბრუნდეს:

„ტროსარის ტრავმა არ ჰგავს სერიოზულს, დღეს კიდევ ერთი ტესტი უნდა გაიკეთოს, ვნახოთ, როგორ იგრძნობს თავს. არსებობს პოტენციური შანსი, რომ „ჩელსისთან“ ითამაშოს. გაბრიელ მაგალაეშის სიტუაციაც კარგად ვითარდება. სკანირებას ცოტა ხანს უნდა დაველოდოთ, რომ უფრო ზუსტი პროგნოზი გვქონდეს. თუმცა, საკმაოდ დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორია გაბი, დიდი დრო არ დასჭირდება“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელ მაგალაეში სანაკრებო პაუზაზე დაშავდა, ხოლო ტროსარმა დაზიანება „ბაიერნთან“ შეხვედრაში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163131