„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ბერნარდო სილვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ის კლუბში დარჩება, ძალიან ბედნიერი იქნება.
„ბერნარდოსთვის საუკეთესო მინდა და თუ მას „სიტიში“ დარჩენა სურს, ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვიქნები. მან აქ 9 წელი გაატარა და ბოლოს კლუბთან ერთად გადაწყვეტს, რა არის საუკეთესო. როდრი? ის „ლიდსთან“ ვერ ითამაშებს, მაგრამ დაბრუნებასთან საკმაოდ ახლოსაა“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდო სილვას „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი შანსია, რომ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.






