„იგზლის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ედვარდსენმა „შტუტგარტის“ ფეხბურთელ ანჯელო შტილერს ცხვირის გამო დასცინა, რამაც ფეხბურთელებს შორის ჩხუბი გამოიწვია.
74-ე წუთზე შვედმა ატაკან კარაზორის წინააღმდეგ იუხეშა, საქმეში შტილერიც ჩაერთო და ედვარდსენმა მას ცხვირზე მიუთითა. „იგლზის“ ფეხბურთელის ამ საქციელით ძალიან გაბრაზდა ლეგენდარული ვესლი სნეიდერი, რომელმაც Zigo-ს ეთერში თქვა:
„მსგავსი რამ აბსოლუტურად მიუღებელია, ეს ბულინგია. „იგლზის“ ბოსებმა მას ყური უნდა აუწიონ და „შტუტგარტის“ გასახდელში შეათრიონ. აღარ მინდა საუბარი, თორემ, სულ უფრო და უფრო ვბრაზდები“, - აღნიშნა ნიდერლანდელმა.
„შტუტგარტმა“ „იგლზი“ მისსავე მოედანზე 4:0 გაანადგურა და ევროპა ლიგაზე 9 ქულა აქვს, ნიდერლანდური კლუბის მონაგარი კი 6 ქულაა.









