კალათბურთი

21:33 | 28.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე მერკვილაძე ბელგიის ჩემპიონაში გადავიდა

ალექსანდრე მერკვილაძე კარიერას ბელგიის ჩემპიონ „ოსტენდეში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 23 წლის ქართველმა კონტრაქტი უკვე გააფორმა.

მერკვილაძე ბოლოს ბერძნულ „არისში“ თამაშობდა, რომელიც დატოვა და კარიერას ბელგიის ბოლო 14 წლის ჩემპიონში გააგრძელებს.

მერკვილაძე მიმდინარე სანაკრებო შეკრებაზე საქართველოს ნაკრებშიც იყო გამოძახებული, მაგრამ ტრავმის გამო ვერ შეძლო გუნდის დახმარება.

14 წლიდან მერკვილაძე ამერიკაში თამაშობდა, სადაც NCAA-ში „ლოიოლა ლაიონსის“ ღირსებას იცავდა და ოთხ სეზონში 1000-ზე მეტი ქულა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09036