ფეხბურთი

16:18 | 28.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ვუყურებდი კაშიას თამაშს და ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდობაში დაბრუნდა"

კონფერენს ლიგაზე ბრატისლავის "სლოვანმა" საკუთარ მოედანზე "რაიო ვალკანოს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გურამ კაშიამ გამორჩეული მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავი 49-ე წუთზე გამოიჩინა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კომენტარი გურამ კაშიაზეც გააკეთა.

"შედეგით და ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ზოგიერთმა ფეხბურთელმა მაღალი დონის მატჩი ჩაატარეს, რამაც გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი გუნდის ვეტერანები, გურამ კაშია და ვლადიმირ ვაისი. მათ ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებდნენ, მაგრამ "რაიო ვალეკანოს" დონის გუნდთან მოგება მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

გურამ კაშიასთან ერთად უკვე 10 წელია ვმუშაობ, ის საოცარი ადამიანი და ამასთან ერთად დიდი პროფესიონალი. ის უკვე 38 წლისაა, თუმცა დამიჯერეთ მისი დონის ფეხბურთელების პოვნა ძალიან რთულია. დღეს გურამის თამაშს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდობაში დაბრუნდა. ჩემი გუნდის გამოცდილი მოთამაშეების წინაშე ქედს ვიხრი", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანმა“ კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 3 ქულა დააგროვა, მომდევნო ტურის მატჩს კი სტუმრად „შკენდიასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097785