კალათბურთი

9:45 | 28.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნახული სასწაული ლიეტუვასგან: 9 წამში 3 სამქულიანი და -7 ქულიდან მოგებული თამაში
იგნას სარგიუნასმა 9.9 წამში ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ლიეტუვის ნაკრებმა სტუმრად დიდი ბრიტანეთი დრამატულ ბრძოლაში, 89:88 დაამარცხა.

თუმცა, დრამაცაა და დრამაც - ლიეტუვამ პრაქტიკულად არნახული სასწაული მოახდინა და აი, რატომ: ლიეტუვა მატჩის დასრულებამდე 13 წამით 7 ქულით - 80:87 მარცხდებოდა. თუმცა, იმდენი მოახერხა, რომ დარჩენილ დროში თამაში მოიგო. გადამწყვეტი იყო იგნას სარგიუნასის სამქულიანი, რომელმაც სირენის ხმასთან ერთად ჩააგდო ბურთი კალათში.

საერთოდაც, ეს ბოლო წამზე, თორემ, სარგიუნასმა მატჩის ბოლო 9 წამში ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თავის გუნდს პირადად მოაგებინა. საბოლოოდ, ლიეტუველთა გმირმა თამაში 27 ქულით დაასრულა.

ამავე ჯგუფში მეორე მატჩიც იყო, რომელშიც ისლანდიამ იტალია დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091646