ევროპა ლიგის მეხუთე ტურში გრაცის „შტურმი“ ათენის „პანათინაიკოსთან“ სტუმრად 1:2 დამარცხდა, მაგრამ ოთარ კიტეიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა.
ავსტრიელები აგებდნენ და 34-ე წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან კიტემ უძლიერესად და უზუსტესად დაარტყა - ბრწყინვალე გოლი იყო. გრაცელებმა მაინც წააგეს, რადგან მეორე ტაიმში დავიდე კალაბრიამ რაფაელ ბენიტესის გაწვრთნილ „პანათინაიკოსს“ მოაგებინა.
კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო კონკრეტულად ევროპა ლიგაზე ოთხ მატჩში ორი გოლი გაიტანა.
„შტურმი“ ევროპა ლიგაზე 4 ქულით 28-ე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.
კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში დონეცკის „შახტარმა“ სტუმრად „შემროკ როვერსს“ 2:1 მოუგო. ირაკლი აზაროვი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცალეს. „შახტარს“ ოთხ ტურში 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ჰამრუნს“ ესტუმრება.









