UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კამარუ უსმანისა და ჰენრი სეხუდოს პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ქართველმა "მანქანამ" პიოტრ იანთან გასამართ ორთაბრძოლაზე ისაუბრა.
"დარწმუნებული ვარ პიოტრი კარგად მომზადებული იქნება, მე კი მაქსიმალურად ფოკუსირებული უნდა ვიყო, როდესაც მეტოქე ერთხელ უკვე დაამარცხე ამის გაკეთება ძალიან ძნელია, რადგან წინა შეხვედრა უკვე მოიგე. ამაზე საუბარი ახლა მარტივია, მაგრამ ვარჯიშების დროს ამაზე ფიქრი და ფოკუსირება ძნელია.
იანი რუსია, მე კი ქართველი და რუსულ პოლიტიკას ვერ ვიტან. კარგი და ცუდი ყველგან არის, მაგრამ მათ პოლიტიკას ვერ ვიტან. ამიტომ, ყოველ ჯერზე როდესაც რუსებს ვხვდებით ვალდებულები ვართ მოვიგოთ. ასეთი ჩვევა მაქვს, რომ როდესაც ვინმეს ვამარცხებ, შემდეგ მას ვგულშემატკივრობ და იანს იმდენი ვუგულშემატკივრე, რომ ახლა ის ძალიან მომწონს და გამიჭირდება, რომ მასზე გავბრაზდე", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი მომდევნო საჩემპიონო ბრძოლას სწორედ პიოტრ იანთან გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება საქართველოს დროით 7 დეკემბერს გაიმართება.









