კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის ოფიციალური ქორწინების თარიღი იმდენჯერ შეიცვალა, ევროპელ ჟურნალისტებს უკვე თავგზა აქვთ არეული. თუმცა, ახლა თავად მობურთალი ირწმუნება, რომ ბოლოს დათქმული თარიღი ჭეშმარიტია და ასე ნანატრი ქორწილი 2026 წლის გაზაფხულს არ გასცდება.
როგორც იცით, კრიშტიანუ და ჯორჯინა რეალურად ცოლ-ქმარი უკვე არიან და საერთო შვილებიც კი მოავლინეს ქვეყანას, თუმცა ორივე კათოლიკური რწმენისა გახლავთ და მათი რწმენის მიხედვით ცოლ-ქმრობაზე საუბარი უბრალოდ არ იქნება, თუ პადრემ მათი ჯვრისწერა ოფიციალურად არ დააკანონა.
ბრიტანული ბულვარული მედიის მტკიცებით, რონალდუსა და ჯორჯინას ქორწინება კრიშტიანუს მშობლიურ კუნძულ მადეირაზე შედგება და ჯერ ცერემონიალი, შემდეგ კი „პურიჭამა“ იმდენად გრანდიოზული იქნება, რომ ბევრ ცნობილ ადამიანს შურით დააჭყეტინებს თვალს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მომავალი წლის გაზაფხულს და ქორწილის წინ სველი ტილოები ვისვათ ტანზე.









