მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ გუნდის თავდამსხმელის კილიან მბაპეს თამაშზე ისაუბრა, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ. მატჩი 4:3 დასრულდა. ფრანგმა მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.
„ვინისიუსმა და მბაპემ კარგი მატჩი ჩაატარეს. კილიანი თავისი გოლებით გამოირჩეოდა, მაგრამ დღეს მთავარი დინამიკის შეცვლა იყო. ჩვენ ერთიანები ვართ. სეზონი გრძელი და ძალიან დაძაბული იქნება, მრავალი განსხვავებული მომენტი გველოდება. ერთიანობა და ურთიერთნდობა უმნიშვნელოვანესია: იქნება სიტუაციები, როდესაც დაჟინებით უნდა ვიბრძოლოთ და არ დავიშალოთ. ეს გამარჯვება წინგადადგმული ნაბიჯია, - ციტირებს ალონსოს სიტყვებს Marca.
მბაპემ ამ სეზონში კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, 22 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.







