„ლივერპული“ პსვ ეინდჰოვენთან 1:4 დამარცხდა და 72 წლის წინანდელი საკლუბო ანტირეკორდი გაიმეორა. ამის შესახებ სტატისტიკის პორტალი Opta Sport გვამცნობს.
წყაროს ცნობით, „ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ სამი მატჩი წააგო სამი ან მეტი გოლის სხვაობით, რაც პირველად მოხდა 1953 წლის დეკემბრის შემდეგ.
პსვ-სთან თამაშამდე, მერსისაიდელებმა ინგლისის პრემიერლიგაში ზედიზედ ორი გამანადგურებელი მარცხი განიცადეს. „ნოტინგემ ფორესტთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩები ერთი და იმავე ანგარიშით, 0:3 დასრულდა. 1953 წლის 12-დან 25 დეკემბრამდე პერიოდში „წითლებმა“ ინგლისის ჩემპიონატის მატჩებში ზედიზედ სამი მარცხი განიცადეს - „პორტსმუთთან“ (1:5), „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (1:5) და „ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან“ (2:5).







