"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში "ენფილდზე" პსვ ეინდჰოვენთან 1:4 განადგურდა, ხოლო გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ბრიტანულ მედიაში მისი თამაში დაბალი ქულებით შეფასდა, მაგრამ იმიტომ, რომ 4 გოლი გაუშვა, თუმცა, არცერთი მისი ბრალი არ ყოფილა:
Goal 4 ქულა: „ალისონის ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ ინატრებდა, რომ სათადარიგო სკამზე დარჩენილიყო, მას შემდეგ, რაც დაცვამ არაერთხელ საშინლად დააზარალა. პსვ-ს არცერთ გოლში დამნაშავე არ იყო“.
This is anfield 4 ქულა: „პენალტის მომენტში კუთხე არასწორად აირჩია და გუუს ტილის მეორე გოლშიც ვერ შეძლო ჩარევა, თუმცა, ეს მისი ბრალი ნაკლებად იყო. ზოგჯერ ნელა მოქმედებდა და ბურთის თამაშში შეყვანას შორეული დარტყმებით ამჯობინებდა. თუმცა ეს გასაკვირი არაა, მის წინ არსებული დეზორგანიზაციის გათვალისწინებით“.
Liverpool echo 5 ქულა: „პსვ-ს პენალტზე შანსი არ ჰქონდა, პირველ ტაიმში სხვა საქმე პრაქტიკულად არ ჰქონია. შესაძლოა, მეორე გოლში უფრო სწრაფად მოქმედება შეეძლო, მაგრამ მესამე-მეოთხე გოლები მისი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა“.
Liverpool.com 6 ქულა: „ზოგჯერ მან თამაშში ბურთის ნელი ტემპით შეყვანით გააღიზიანა გულშემატკივარი, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მის წინ დიდი მოძრაობა არ იყო. გაშვებულ გოლებშიც დიდად ვერაფერს გახდებოდა“.
Daily Express 5 ქულა: „პენალტის მოგერიების შანსი არ ჰქონდა და არცერთ გოლში არ იყო დამნაშავე, თუმცა ოთხი გოლის გაშვება არასდროსაა კარგი სანახაობა“.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე მატჩი ჩაატარა, ხოლო ყველა ტურნირზე „ლივერპულის“ მაისურით მეათედ ითამაშა. "ლივერპულმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, ბოლო 12 მატჩიდან კი მეცხრედ დამარცხდა.









