ფეხბურთი

23:46 | 26.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზარიას საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე, "პაფოსმა" ისევ არ წააგო

ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ტური გრძელდება, რომელშიც გიორგი ზარიას „კაირატი“ დამარცხდა, მაგრამ ქართველმა საგოლე პასი გააკეთა.

„კაირატი“ „კოპენჰაგენთან“ 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთებში სიტუაცია დაძაბა. 90-ე წუთზე ოლჟას ბაიბეკმა დანიელთა კარში გოლი გაიტანა, საგოლე პასის ავტორი ზარიაა, რომელიც მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა. ეს გიორგის სადებიუტო შედეგიანი მოქმედებაა ჩემპიონთა ლიგაზე.

„კაირატი“ ერთი ქულით 35-ე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს. „კოპენჰაგენმა“ პირველად მოიგო და 4 ქულა დააგროვა, შემდეგ შეხვედრას სტუმრად „ვილიარეალთან“ ჩაატარებს.

კვიპროსის ჩემპიონი „პაფოსი“ აგრძელებს ყველას გაოცებას და 5 ტურში ერთადერთი წაგება აქვს, ისიც „ბაიერნთან“. „პაფოსი“ შინ ამჯერად „მონაკოს“ დაუხავდა ღირსეულად, ორჯერ აგებდა, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვა - 2:2. ერთი გოლი დავიდ ლუისმა გაიტანა, რომელიც 8-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა ამ ტურნირზე გოლი. „პაფოსს“ და „მონაკოს“ 6-6 ქულა აქვთ, კვიპროსელები მომდევნო მატჩს „იუვენტუსთან“ ჩაატარებენ, ხოლო „მონაკო“ „გალათასარაის“ უმასპინძლებს.

„კოპენჰაგენი“ – „კაირატი“ 3:2 (1:0)

გოლები: 1:0 დადასონი (26), 2:0 ლარსონი (59, პენ), 3:0 რობერტი (73), 3:1 სატპაევი (81), 3:2 ბაიბეკი (90)

„პაფოსი“ – „მონაკო“ 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 მინამინო (5), 1:1 დავიდ ლუისი (18), 1:2 ბალოგუნი (26), 2:2 სალისუ (88, ა.გ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097735