ფეხბურთი

19:46 | 26.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კეინი: "ბაიერნში" გადასვლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა"

ჰარი კეინი მიიჩნევს, რომ „ბაიერნში“ ტრანსფერი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

ინგლისელმა აღნიშნა, რომ მზადაა კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს:

„ბაიერნში“ გადასვლა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ეს ჩემს კარიერაში დიდი ნაბიჯი იყო და დამეხმარა გაუმჯობესებაში. საკმაოდ ღია ვარ, რომ უფრო დიდხანს დავრჩე. კონტრაქტის ამოწურვამდე 18 თვეზე ცოტა მეტი დამრჩა. დარწმუნებული ვარ, მალე მოლაპარაკებები დაიწყება“, - თქვა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი „ბაიერნს“ 2023 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 114 მატჩში 109 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089381