ფეხბურთი

12:48 | 26.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ეს არ იყო ის თამაში, როგორიც გვინდოდა, სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ"

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ბაიერ ლევერკუზენს" უმასპინძლა და ყველასთვის მოულოდნელად 0:2 დამარცხდა. "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შემადგენლობაში 10 ცვლილება განახორციელა და გუნდის წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცა.

მატჩის დასრულების შემდეგ ესპანელ სპეციალისტს ჟურნალისტებმა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა დაუსვეს და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

"მესმის, მესმის, აბსოლუტურად მესმის თქვენი შეკითხვის და შედეგზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მაგრამ დარწმუნებული,, ვარ, რომ მოგვეგო ახლა ამ შეკითხვას არ დამისვამდით. როდესაც ასეთ დონეზე თამაშობ და 2-3 დღეში ერთხელ თამაში გიწევს, აუცილებელია მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცე. თუმცა შესაძლოა შეცდომა დაუშვი და 10 ცვლილება არ უნდა გამეკეთებინა. სამწუხაროდ შედეგს ახლა ვეღარ შევცლით, უნდა შევეგუოთ და კონცენტრაცია მომდევნო მატჩებზე გავაკეთოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ "სიტის" 5 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება, ხოლო "ლევერკუზენს" 8 ქულით მე-13 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09365