ფეხბურთი

10:03 | 26.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხავი გარსია: "ყველამ ვიცით, რომ ჩაკვეტაძე მაღალი ხარისხის მქონე მოთამაშეა, მას დრო და მოთმინება სჭირდება"

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-17 ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „პრესტონს“ დაუზავდა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე თითქმის 8-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად 234 დღის შემდეგ პირველად ითამაშა, რაც რა თქმა უნდა, შესანიშნავი სიახლეა.

მატჩის დასრულების შემდეგ "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"როდესაც ჩაკვეტაძე განაცხადში შევიყვანე, თავიდანვე ვიცოდი, რომ მას ჩვენი დახმარება მხოლოდ 15-20 წუთით შეეძლო. გიორგი უფრო მეტი დროით სათამაშოდ ჯერ მზად არ არის და მას საუკეთესო ფორმაში დასაბრუნებლად დრო და მოთმინება სჭირდება. ყველამ ვიცით, რომ გიორგი მარალი ხარისხის მქონე მოთამაშეა და მისი დაბრუნებით ბედნიერი ვარ", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდს“ 24 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 1-ელ დეკემბერს, „ბირმინგემს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090931