NBA-ს რეგულარულ სეზონში მორიგი მატჩი ჩაატარა "ორლანდო მეჯიქმა" და სტუმრად "ფილადელფია სევენთი სიქსერსი" 144"103 გაანადგურა.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 19:35 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. ქართველი ცენტრის მონაგარი 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. გოგა ბითაძემ სხვადასხვა სტატისტიკური საიტების მიხედვით 6.8 შეფასება დაიმსახურა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი "ორლანდოს" მხრიდან ენტონი ბლექი გახდა, რომლის ანგარიშზეც 31 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 11 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 29 ნოემბერს გამართავს და "დეტროიტ პისტონსს" ესტუმრება.









