ფეხბურთი

23:45 | 25.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაის" სერია შეწყდა, "აიაქსი" ისევ უქულოდაა

ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ტური ტრადიციულად ორი მატჩით დაიწყო, რომლებშიც სტუმრებმა იმარჯვეს.

„გალათასარაი“ „უნიონ სენ-ჟილთან“ მატჩს სამმატჩიანი მოგებებით, მაგრამ ვიქტორ ოსიმენის გარეშე შეხვდა და დამარცხდა. ბელგიურმა კლუბმა აჯობა თურქეთის ჩემპიონს და დამსახურებულად იმარჯვა. მეორე ტაიმის დასაწყისში პრომის დევიდმა გაიტანა გამარჯვების გოლი.

„გალათასარაის“ 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „მონაკოს“ ესტუმრება, ხოლო „უნიონის“ აქტივში 6 ქულაა და „მარსელს“ უმასპინძლებს.

მეორე მატჩში აქამდე ორადორი უქულო გუნდი, „აიაქსი“ და „ბენფიკა“ ამსტერდამში შეხვდნენ. ჟოზე მოურინიოს გუნდმა მშვიდად, 2:0 მოიგო, თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით და 3 ქულა დააგროვა. „ბენფიკა“ მომდევნო ტურში „ნაპოლის“ უმასპინძლებს, ხოლო „აიაქსი“ ერთადერთია, ვისაც ქულა არ აქვს, ბოლო ადგილზეა და წინ „ყარაბაღს“ ესტუმრება.

„აიაქსი“ – „ბენფიკა“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 დალი (6), 0:2 ბარეირო (90)

„გალათასარაი“ – „უნიონი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 დევიდი (57)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177203