ფეხბურთი

1:23 | 25.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ჩელსი" ერთ-ერთი საუკეთესოა, ეს მატჩი ჩვენთვის გამოწვევაა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩამდე პრესკონფერნეცია გამართა.

როგორც მან თქვა, „ჩელსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მათთვის ეს თამაში გამოწვევაა:

„ვფიქრობ, რომ „ჩელსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე და ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავთ. მშვენიერია მათი თამაშების და ყველაფრის ყურება, რასაც აკეთებენ. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ თავდაჯერებულები ვართ, გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების და ვიბრძოლებთ.

ვფიქრობ, რომ ლევანდოვსკი ოქტომბრის შესვენების შემდეგ გაუმჯობესდა. მან მაშინვე დაიწყო თამაში და შესანიშნავ ფორმაში იყო, რაც მოედანზეც აჩვენა. ახლა მას აშკარად სჭირდება გოლის გატანა და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისნაირი მოთამაშის ყოლა გუნდს აძლიერებს.

რაფინია ეტაპობრივად მზად იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ის დაბრუნდა და ჯერ არ ვიცი, რამდენ წუთს ითამაშებს. ის ორჯერ დაშავდა და სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ. მიხარია, რომ მან დაბრუნება შეძლო. შაბათს განსხვავება დავინახეთ: მან ბევრი სივრცე შექმნა და მოხარული ვარ, რომ დაბრუნდა.

ტრავმები? ექიმებზე არ ვარ გაბრაზებული - ფანტასტიკური და გამოცდილი პერსონალი გვყავს. რაფინიას შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული შეცდომები დავუშვით, მაგრამ ეს ხანდახან ხდება. ეს ნორმალურია, ადამიანები ვართ. გვჯერა ჩვენი ყველა პერსონალის“, - თქვა ფლიკმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099548