ფუტსალში, სომხეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩი უჩვეულო ანგარიშით დასრულდა - 1:98...
„ერევანმა“ „ალაშკერტი“ წარმოუდგენელი სხვაობით დაამარცხა და ფუტსალის ისტორიაში მსოფლიო რეკორდიც დამყარდა, რადგან მსგავსი სხვაობა პროფესიუნალურ დონეზე პირველად დაფიქსირდა. "ერევანს" საშუალოდ 25 წამში ერთი გოლი გაჰქონდა.
აქამდე რეკორდად მიიჩნეოდა ბრაზილიის ნაკრების შედეგი, რომელმაც აღმოსავლეთ ტიმორს 76:0 აჯობა.
„ალაშკერტს“ ხუთი ტურის შემდეგ ბურთების ძალიან ცუდი ბალანსი აქვს: -171.









