საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების სერია იაპონიასთან მარცხით დაასრულა (23:25), არადა, მოგებასთან, რომელიც ძალიან მნშვნელოვანი იყო, წამები დააკლდა - „ბორჯღალოსნებმა“ ბოლოს გაუშვეს 3 ქულა, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
შედეგად, საქართველოს ნაკრები რეიტინგში დაქვეითდა და მე-13 ადგილზეა, მას იაპონიამ გადაასწრო. ეს მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრისთვის, საქართველოს იაპონიასთან რომ ემარჯვა, მეორე კალათაში იქნებოდა განთესილი, რაც უკეთესი ჯგუფის გარანტია იქნებოდა, მაგრამ ახლა მეორე კალათაში ადგილი იაპონიამ დაიკავა, ხოლო საქართველო მესამე კალათაშია.
I კალათა
სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, არგენტინა
II კალათა
ავსტრალია, შოტლანდია, ფიჯი, იტალია, უელსი, იაპონია
III კალათა
საქართველო, ესპანეთი, აშშ, ჩილე, ტონგა
IV კალათა
სამოა, პორტუგალია, რუმინეთი, ჰონგ კონგი, ზიმბაბვე, კანადა
2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 3 დეკემბერს გაიმართება. ახალი ფორმატით რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად ჩატარდება, მასში 24 ნაკრები ითამაშებს. თითოეულ ჯგუფში 4 ნაკრები იქნება, საიდანაც ორ-ორი გუნდი და გარდა ამისა, ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავა. შემდეგ ტურნირი მერვედფინალიდან გაგრძელდება.









