UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა,სადაც დაღესტნელი მებრძოლი ილიასთან შესაძლო ბრძოლის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, მსუბუქ დივიზიონში ილიას წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში იბრძოლებს, თუ ორგანიზაცია ძალიან კარგ შეთავაზებას გაუკეთებს.
"ვაპირებ თუ არა მსუბუქ დივიზიონში ჩასვლას და ილიასთან ბრძოლას? ამ ყველაფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებ, თუ UFC-ი განსაკუთრებულ შეთავაზებას გამიკეთებს. წონის კლება ყველამ ვიცით, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ახალგაზრდა ნამდვილად აღარ ვარ და თითოეული წონის კლება ჩემს ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს, ამიტომ ამის გასაკეთებლად რაღაც განსაკუთრებული უნდა მივიღო.
ჩემი აზრთ, ქვესაშუალო დივიზიონი ახლა გაცილებით საინტერესოა და ქამარზე ბრძოლის მინიმუმ სამი პრედენდენტია. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უახლოეს ორ კვირაში გახდება ცნობილი, თუ ვისთან მექნება შემდეგი ორთაბრძოლა", - განაცხადა მახაჩევმა.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა სულ ახლახანს ჩაატარა ბრძოლა, სადაც ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. რაც შეეხება ილია თოფურიას, მას ჯერ ოფიციალურად ბრძოლა არ ჩანიშვნია, თუმცა ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ "ელ მატადორი" იანვარში იჩხუბებს.









