ფეხბურთი

11:31 | 24.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესის გოლი და სამი საგოლე გადაცემა, "ინტერ მაიამი" ისტორიაში პირველად კონფერენციის ფინალში ითამაშებს

დღეს, MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართა, სადაც "ინტერ მაიამიმ" სტუმრად "ცინცინატი" 4:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ითამაშებს კონფერენციის ფინალში.

დღევანდელ შეხვედრაში "ინტერ მაიამის" ლიონელ მესიმ ულიდერა, რომელმაც ფენომენალური მატჩი ჩაატარა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა გოლთან ერთად სამი საგოლე გადაცემა შეასრულა და საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსიც დაისაკუთრა. მესის სხვადასხვა სტატისტიკური გვერდების მიხედვით 10.0 შეფასება ჰქონდა.

"ინტერ მაიამი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "ნიუ იორკ სიტის" დაუპირისპირდება, აღნიშნული შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096112