ფეხბურთი

17:56 | 23.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ნეკროლოგიურ ვიდეორგოლში შეცდომით ცოცხალი ადამიანი შეიყვანა

მადრიდის „რეალმა“ ნეკროლოგიურ ვიდეორგოლში შეცდომით ცოცხალი ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბის ასამბლეაზე აჩვენეს ვიდეო, რომელიც 2025 წელს გარდაცვლილ ცნობილ ადამიანებს ეხებოდა, მათ შორის, დიოგო ჟოტას და მის ძმას, ანდრე სილვას, რომლებიც ზაფხულში ტრაგიკულად დაიღუპნენ.

თუმცა, მადრიდულ კლუბში შეცდომა დაუშვეს: გარდაცვლილი ანდრე სილვას ნაცვლად, ვიდეოში ცოცხალი ანდრე სილვას ფოტო ჩანს, რომელიც „ელჩეში“ თამაშობს, ადრე კი, „პორტუში“, „მილანში“, „სევილიასა“ და სხვა კლუბებში უთამაშია. პორტუგალიის ნაკრებში 59 მატჩიც აქვს ჩატარებული.

მადრიდულმა კლუბმა „ელჩეს“ და ანდრე სილვას საჯაროდ ბოდიშიც მოუხადა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083423