NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 133:121 დაამარცხა და სეზონში მათე გამარჯვება მოიპოვა.
ყველაფერ ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 35:28 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.
ბითაძეს ნაყოფიერი 20 წუთი ჰქონდა: მან 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია.
საუკეთესო ფრიც ვაგნერი იყო, რომელმაც „ორლანდოს“ 37 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი შესძინა, ხოლო „ნიუ იორკში“ ჯალენ ბრენსონი 33 ქულით და 11 მოხსნით გამოირჩა.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 10 მოგებით და 7 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 24 ნოემბერს, სტუმრად „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართავს.









