„ლივერპული“ კრიზისშია, გასავარდნ ზონაში მყოფ „ნოტინგემთან“ „ენფილდზე“ 0:3 განადგურდა.
მატჩის შემდეგ არნე სლოტმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თქვა:
„თუ საქმე კარგად მიდის ან ცუდად, ეს ყოველთვის ჩემი პასუხისმგებლობაა. ვცადე რამდენიმე ისეთი რამის გამოსწორება, რაც სინამდვილეში არ გამოვიდა. გვყავს ხარისხიანი მოთამაშეები. ჩემი საქმეა მათგან საუკეთესოს მიღება. ამჟამად ამას ვერ ვახერხებ. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, გამოსავალი არსებობს, განსაკუთრებით ჩვენი კვალიფიციური მოთამაშეების წყალობით. მე ვარ პასუხისმგებელი მიმდინარე წაგებებზე“, - აღნიშნა სლოტმა.
კომენტარი გააკეთა „ლივერპულის“ კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმაც, რომელიც ამბობს, რომ გოლებს ძალიან მარტივად უშვებენ:
„ძალიან რთულ მომენტში ვართ და უნდა გამოვიდეთ. ყველამ პასუხისმგებლობა ავიღოთ. ძალიან ბევრი მარტივი გოლი გავუშვით. მათ ისევ სტანდარტულიდან გაიტანეს, მაგრამ ჩვენ კარგები არ ვიყავით - ბრძოლებში, მეორე ბურთებზე“, - თქვა ნიდერლანდელმა.
„ლივერპული“ პრემიერლიგაში 12 ტურის შემდეგ 6 მოგებით და 6 წაგებით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 30 ნოემბერს, „ვესტ ჰემს“ ესტუმრება.






