სერია A-ს მე-12 ტურის მატჩი „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ შორის დასრულდა. გუნდებმა ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ითამაშეს. მასპინძლებმა 3:1 გაიმარჯვეს და ცხრილში გალიდერდნენ.
მატჩის პირველი გოლი „ნაპოლის“ თავდამსხმელმა დავიდ ნერეშმა მე-17 წუთზე გაიტანა. ბრაზილიელმა 38-ე წუთზე დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმის ბოლოს, 45-ე წუთზე, თავდამსხმელმა ნოა ლენგმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა. მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე, სტუმართა თავდამსხმელმა ჯანლუკა სკამაკამ ერთი ბურთი გაქვითა.
ამ მატჩის შემდეგ, „ატალანტას“ 13 ქულა აქვს და სერია A-ს ცხრილში მე-13 ადგილზეა. 25 ქულიანი „ნაპოლი“ კი პირველ ადგილზე გადავიდა.
იტალია. სერია A. მე-12 ტური. 22 ნოემბერი: კალიარი - ჯენოა 3:3, უდინეზე - ბოლონია 0:3, ფიორენტინა - იუვენტუსი 1:1, ნაპოლი - ატალანტა 3:1






