ფეხბურთი

21:54 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ტაიმი საქართველოს უპირატესობით

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩს "დინამო არენაზე" პოლონეთის წინააღმდეგ მართავს. პირველი 45 წუთის შემდეგ ანგარიში 0:0 გახლავთ.

პირველი ტაიმი საქართველოს უპირატესობით წარიმართა. საწყის წუთებში ჯაბა კანკავამ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი შჩესნის კარს მცირედით ასცდა. მე-17 წუთზე სტუმრებმა ორჯერ ბურთი ლორიას კარის ძელს გაარტყეს, ჯერ მილიკს ჰქონდა გატანის შანსი, შემდეგ კი გროსიცკის. ოთხიოდე წუთში კვლავ კანკავა საჯარიმოს შიგნიდან კვლავ არაზუსტად დაარტყა.

41-ე წუთზე საქართველოს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა - ანანიძის მიერ საჯარიმო დარტყმის შემდეგ, შჩესნის კართან არეულობა შეიქმნა, გადამწყვეტ მომენტში ბურთი კობახიძეს მიუვიდა, რომელმაც ძალიან ახლო მანძილიდან კარს ააცილა.

დრო და დრო პოლონელებიც სახიფათოდ უტევდნენ ჩვენი ნაკრების კარს, ასე რომ, მთლიანობაში მაყურებელმა საინტერესო პირველი ტაიმი იხილა.

0.114393