უზბეკეთის სუპერ ლიგის ბოლოს წინა 29-ე ტურში "ბუნიოდკორი" სტუმრად "სოგდიანას" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა იმედა აშორტიამ, რომელმაც მე-60 წუთზე საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გაიტანა.
"ბუნიოდკორის" რიგებში მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეულია 29 წლის აშორტია, რომელსაც უკვე 9 გოლთან ერთად ორი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ აშორტიას გარდა "ბუნიოდკორის" ღირსებას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ მალი იცავს.
29 ტურის შემდეგ "ბუნიოდკორის" 49 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურში კი ქართველების გუნდის მეტოქე "ანდიჯანი" იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 29 ნოემბერს გაიმართება.









