UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა მედიასთან მის სამომავლო გეგმებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მერაბ დვალიშვილთან საჩემპიონო ჩხუბის გამართვას არ დაელოდება და მზადაა იანვარში ან თებერვალში იჩხუბოს.
"კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ სატიტულო ჩხუბისთვის მზად ვარ და ამას ვიმსახურებ კიდეც, თუმცა ვიცი, რომ ეს ბრძოლა მალე არ შედგება ვინაიდან მერაბი დეკემბერში ჩხუბობს. აქედან გამომდინარე მინდა, რომ მომდევნო ჩხუბი რამადანამდე გავმართო, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში იწყება. ვიცი, რომ UFC-ი იანვარში და თებერვალში ივენთებს მართავს და მზად ვარ ამ თარიღებში ვიბრძოლო. ამის შემდეგ ყვენი ვნახავთ თუ რა მოხდება. როგორ ვაპირებ მერაბის დამარცხებას? იმედი მაქვს, რომ ამჯერად აღარაფერს მოვიტეხავ", - განაცხადა უმარმა.
შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას 5 დეკემბერს პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს.









