ფეხბურთი

15:30 | 22.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვა შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს

„ფლუმინენსეს“ 41 წლის ცენტრალური მცველი ტიაგო სილვა შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს და კარიერა ყოფილ კლუბში გააგრძელოს.

აღნიშნულ ინფორმაციას La Republica ავრცელებს. წყაროს თქმით, ბრაზილიელის დამატებით „მილანია“ დაინტერესებული და ფეხბურთელთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. ევროპაში დაბრუნება თავად ტიაგოსაც სურს, მან მის ამჟამინდელ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განუცხადა, რომელიც 2026 წლის ზაფხულში იწურება.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვას კარიერის სხვა და სხვა ეტაპზე „მილანში“, „პარი სენ-ჟერმენში“ და „ჩელსიში“ უთამაშია, ხოლო „ფლუმინენსეში“ 2024 წლის ზაფხულში გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093489