ფეხბურთი

13:20 | 22.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "დაცვაზე უფრო მეტად პრობლემები სხვა პოზიციებზე გვაქვს"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა იანვრის სატრანფერო პერიოდში ცენტრალური მცველის შესაძლო დამატებაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მის გუნდში პრობლემური უფრო სხვა პოზიციებია, თუმცა, დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა:

„სამი ცენტრალური მცველი გვყავს, გრავენბერხსა და ენდოსაც შეუძლიათ დაცვაში თამაში. შესაძლოა, არ იცოდეთ ამის შესახებ, მაგრამ სხვა პოზიციები გვაქვს, რომლებიც შეიძლება უფრო პრობლემური იყოს“, - თქვა სლოტმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092435