ეკვადორელ ქალბატონს ლიონელ მესისთან ვიდეოს გადაღება სამსახურის დაკარგვად დაუჯდა.
მან არგენტინელ ვარსკვლავთან ვიდეო გადაიღო, რათა ახლო მეგობარი - არგენტინის ნაკრების დიდი გულშემატკივარი გაეხარებინა. თუმცა, ეს ჟესტი ძალიან ძვირი დაუჯდა - სამსახურიდან ამის გამო გაათავისუფლეს.
ეკვადორელმა ინსტაგრამში წერილი გამოაქვეყნა და სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მხარდამჭერი კომენტარი მიიღო.
„მე ჩემი მეგობრის ოცნება ავახდინე: ლიონელ მესი მას მიესალმა. სამწუხაროდ, ამ ვიდეოს გამო სამსახურიდან გამიშვეს. ღმერთის ნებით, მჯერა, რომ უკეთესი წინ მელოდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.









