ფეხბურთი

22:15 | 21.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" უატარას დუბლით მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „დილა“ სტუმრად „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

„იბერიას“ მოგებული ჰქონდა თავისი მატჩი, შესაბამისად, დიეგო ლონგოს გუნდს ქულების დაკარგვის უფლება არ ჰქონდა. თავის მხრივ, „დინამო“ პლეი-აუტის ზონასთან ძალიან ახლოსაა და ქულები სჭირდება.

21-ე წუთზე ლევან ხოზრევანიძემ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ ბათუმელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. მეორე ნახევარში არუნა უატარამ დუბლი შეასრულა და გორელებს მოაგებინა - 2:1.

„დილას“ „იბერიას“ მსგავსად 71 ქულა აქვს, მაგრამ ბურთების ბალანსით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ლონგოს გუნდი „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „დინამო ბათუმი“ 37 ქულით მეშვიდე საფეხურზეა და „თელავს“ დაუპირისპირდება.

„დინამო ბათუმი“ – „დილა“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ხოზრევანიძე (21), 1:1 უატარა (63), 1:2 უატარა (80)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086798