ხვალ, კატარში UFC-ში მეორე ორთაბრძოლას გამართავს ალექსანდრე თოფურია, რომლის მოწინააღმდეგე ყაზახი მებრძოლი ბეკზატ ალმახანი იქნება.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აწონების ცერემონია, სადაც როგორც ალექსანდრემ, ისე მისმა მოწინააღმდეგემ წონა წარმატებით დააფიქსირეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი ბრძოლისთვის ყველაფერი მზად არის.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ხვალინდელი საღამოს მთავარი ბრძოლა დენ ჰუკერისა და არმან ცარუკიანის დაპირისპირება იქნება, ხოლო თანამთავარ ბრძოლაში იან გარი ყოფილ ჩემპიონ ბელალ მუჰამედს დაუპირისპირდება.









