„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ „ბლაუგრანაში“ ლიონელ მესის დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხა.
როგორც მან თქვა, ეს უბრალოდ არარეალურია და „ბარსელონა“ წარსულით არ ცხოვრობს:
„ბარსელონაში“ ლეო მესის, როგორც ფეხბურთელის, დაბრუნება უბრალოდ არარეალურია. ამ ეტაპზე მას „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი აქვს. კლუბი აწმყოსა და მომავლის პროექტს ქმნის. ეს რთულია და თუ წარსულში ცხოვრობ, წინსვლას ძნელად თუ შეძლებ“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ლიონელ მესის ქანდაკების დადგმაზე მუშაობს. არგენტინელმა ესპანური გრანდი 2021 წლის ზაფხულში დატოვა.






