„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, უნდა მოითმინონ და მისცენ მას იმდენი დრო, რამდენიც სრულად გამოსაჯანამრთელებლად სჭირდება:
„ის პროგრესირებს, თავის პროცესშია და დრო სჭირდება ნელ-ნელა პროგრესირებისთვის. გუნდში დიდი ხნის განმავლობაში არყოფნის შემდეგ, მას ახლა სჭირდება მუშაობა და მოთმინება. ამავდროულად, ჩვენს გსურს, რომ ის, რაც შეიძლება მალე გვყავდეს, მაგრამ ჩვენც უნდა ვიყოთ მოთმინებით, მხარი დავუჭიროთ მას და დაველოდოთ იმ დროს, რაც მას სჭირდება“, - თქვა გრასიამ.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია. ქართველი ნახევარმცველი ვარჯიშობს, მაგრამ სათამაშოდ მზად ზუსტად როდის იქნება, ჯერ კიდევ უცნობია.






