მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა დაიო უპამეკანოსთან კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ამ საკითხზე ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ახალი კონტრაქტის გაფორმების მიმართ. ვიცი, რომ ის „ბაიერნში“ ძალიან ბედნიერია, თავს წარმოუდგენლად კომფორტულად გრძნობს გუნდში და ასევე მწვრთნელთან ერთად“, - თქვა ჰაინერმა.
შეგახსენებთ, რომ დაიო უპამეკანოს „ბაიერნთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი გადაბირება ზაფხულში უფასოდ მადრიდის „რეალს“ სურს.






