პსჟ-სა და ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ თავისი გუნდის 27 წლის მაროკოელ მცველზე, აშრაფ ჰაკიმიზე ისაუბრა.
„ჰაკიმის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ. ის აფრიკის საუკეთესო მოთამაშეა და გასულ სეზონში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. აშრაფი პსჟ-ს ლიდერი და მაროკოს ეროვნული ნაკრების კაპიტანია. ძალიან ვამაყობ მისით“, - ციტირებს ალ-ხელაიფის სიტყვებს Footmercato.
ჰაკიმი 2025 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დაასახელეს. ჯილდოზე ასევე იყვნენ ნომინირებულნი „ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი და „გალათასარაის“ ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი.
ჰაკიმი ამჟამად მარცხენა ტერფის ტრავმის შემდეგ მკურნალობას არძელებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-4 რაუნდში „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიუნხენური კლუბის კოლუმბიელი ნახევარმცველის, ლუის დიასის მიერ შესრულებული მძიმე ვარდნის შედეგად მიიღო.









