მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა, შოტლანდიის ნაკრებმა ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე დანიის ნაკრები 4:2 დაამარცხა და 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მუნდიალზე.
მატჩის შემდეგ ენდრიუ რობერტსონმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, მისი თქმით ამ გამარჯვებას მის ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარ დიოგუ ჟოტას უძღვნის.
"ჟოტას გარდაცვალებამდე ხშირად ვსაუბრობდით მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე, იქ თამაში ორივეს ძალიან გვინდოდა. წინა მსოფლიო მან ტრავმის გამო გამოტოვა, მე კი იმიტომ რომ შოტლანდიამ იქ კვალიფიცირება ვერ მოახერხა. დღევანდელ მატჩამდე ჯოტაზე ფიქრები თავიდან ვერ მოვიშორე, მინდა ეს გამარჯვება მას მივუძღვნა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლა ჩემს გამო ძალიან ბედნიერია", - განაცხადა რობერტსონმა.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და პორტუგალიის ნაკრების შემტევი დიეგუ ჟოტა თავის ძმასთან ერთად ავტოკატასტროფის შედეგად 2025 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა.





