ფეხბურთი

11:10 | 19.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

პანამა, ჰაიტი, და კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მონაწილე 42 ნაკრების ვინაობა ცნობილია, დღეს გამთენიისას ჩრდილოეთ ამერიკის ზონიდან მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვეს პანამამ ჰაიტიმ და კიურასაომ, ხოლო პლეი-ოფში იასპარეზებენ იამაიკის და სურინამის ნაკრებები.

შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში პანამის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სალვადორს უმასპინძლა და მარტივად 3:0 იმარჯვა. კურასაოს ნაკრებმა ისტორია დაწერა და პირველად ითამაშებს მუდიალზე, მათ გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრად იამაიკის ნაკრებთან ფრედ ითამაშა 0:0 - რაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა .აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კურასაო ყველაზე პატარა ქვეყანაა ვისაც ოდესმე მოუპოვებია მუნდიალის საგზური. რაც შეეხება ჰაიტის ნაკრებს, მათ ბოლო ტურში ნიკარაგუა 2:0 დაამარცხეს.

ამრიგად მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე 48 ნაკრებიდან 42-ის ვინაობა ცნობილია, დარჩენილია 6 მონაწილეს ვინაობა. 4 ნაკრების ვინაობა ევროპის პლეი-ოფის ზონიდან გაირკვევა, ხოლო 2 ნაკრების ვინაობა კონფედერაციის პლეიოფის ზონიდან გაირკვევა, სადაც მონაწილეობას კონგოს, ბოლივიის ახალი კალედონიის, ერაყის, იამაიკის და სურინამის ნაკრებები ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169746