ფეხბურთი

15:23 | 18.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

თომას ტუხელი ჰარი კეინის რეკორდზე: „ეს უბრალოდ ნამცხვარზე მინანქარია“

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა თავისი მოთამაშის, ჰარი კეინის მიღწევაზე, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით 78 გოლი გაიტანა და ბრაზილიის ნაკრებში პელეს რეკორდს (77) გადააჭარბა.

„ეს უბრალოდ ნამცხვარზე მინანქარია. ჰარის წვლილი ამ მატჩებში წარმოუდგენელია. ძალიან თავდადებულია. იგივეს აკეთებს „ბაიერნშიც.“ ის შესანიშნავ განწყობაზე და ფიზიკურ ფორმაშია. გოლი გოლზე გააქვს. ისე, როგორ მუშაობს, ბურთს იბრუნებს და შეტევაში გადაწყვეტილებებს პოულობს, უბრალოდ საოცარია“, - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Bayern & Germany სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრების მაისურით 78-ე გოლი 2025 წლის 16 ნოემბერს, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის წინააღმდეგ 2:0 მოგებულ მატჩში გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089852