მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ, კილიან მბაპეს ამჟამინდელ ფორმასა და მადრიდული კლუბისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ის ახლა უფრო მომწიფებულ თამაშს აჩვენებს. გოლის გატანა კილიანისთვის სიახლე არ არის: ამას ეს პსჟ-ში აკეთებდა და „რეალშიც“ კიდევ ბევრს გაიტანს. მისგან გოლების გატანას ყოველთვის ელოდებიან, როცა შანსი ექნება - ეს მადრიდში მოთხოვნაა. არის მატჩები, სადაც მან ინიციატივა უნდა აიღოს - „ატლეტიკოსთან“, „ლივერპულთან“... ეს გუნდები მჭიდროდ თამაშობენ და მას ასეთ სიტუაციებში გაუმჯობესება სჭირდება.
მისთვის მნიშვნელოვანია ვინისიუსთან მუშაობა. „რეალი მბაპეზეა დამოკიდებული გადამწყვეტ მომენტებში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. მაგრამ ის ჩემპიონთა ლიგას მარტო ვერ მოიგებს - ვინისიუსი და მისი სხვა თანაგუნდელებიც იქ უნდა იყვნენ.“
ვინისიუსი, მბაპე, როდრიგო — მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის დიდ დროს არ იღებს — და ბელინგემი მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ. ვიღაც იტანს გოლს, მეორე საგოლე გადაცემას ასრულებს. არ უნდა ელოდოთ, რომ ბელინგემი გოლების გამტანი იქნება, რადგან ეს მბაპეს სფეროა. ანალოგიურად, კილიანი არ უნდა თამაშობდეს კლასიკური 10 ნომრის პოზიციაზე — ეს ბელინგემის პასუხისმგებლობაა.
მბაპე უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს გადამწყვეტ მომენტებზე — მას აქვს ყველაფერი, რაც გუნდს შედეგის მოსატანად სჭირდება“, - ციტირებს ქარიმის სიტყვებს AS.
ამ სეზონში მბაპემ „რეალის“ მაისურით ყველა შეჯიბრში 16 მატჩში 18 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა






