„ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა „სამი ლომის“ რიგებში 112 მატჩში 77-ე და 78-ე გოლი გაიტანა. ეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის მატჩში ალბანეთის წინააღმდეგ (2:0) მოხდა.
სტატისტიკის პორტალ Squawka-ს მონაცემებით, კეინმა ინგლისის ნაკრებში უფრო მეტი გოლი გაიტანა ვიდრე პელემ ბრაზილიის ეროვნულ გუნდში(77). ეს სტატისტიკით მას ფეხბურთის ისტორიაში მე-12 ადგილზე აყენებს. კეინის შემდეგი სამიზნეები არიან ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი და ზამბიელი გოდფრი ჩიტალუ, რომლებმაც ორივემ 79 გოლი გაიტანეს.
ამ სტატისტიკის რეკორდსმენი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდოა (143).









