ფეხბურთი

22:07 | 17.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი: "კვარაცხელია ვარსკვლავია, მაგრამ ეს მთავარი არაა, მოგება გვინდა"

ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელმა გეორგი რუსევმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა და ისინი მოედანზე მოგებისთვის გავლენ:

„სტატისტიკა არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი თამაშია მნიშვნელოვანი. საქართველო მაღალი კლასის გუნდია, კარგი ფეხბურთელებით, რომლებიც ბოლო დროს ძალიან განვითარდნენ. დიდი ვარსკვლავი ჰყავთ, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემს პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მან ჩემპიონთა ლიგა „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოიგო. თუმცა, ეს ახლა მნიშვნელოვანი აღარ არის. მნიშვნელოვანია, რომ მობილიზებულები ვიყოთ და ხვალინდელ მატჩში გავიმარჯვოთ.

ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობ, როგორც ეს თურქეთის წინააღმდეგ იყო. განადგურება - არ მგონია, რომ სწორი სიტყვა იყოს. თუმცა, უარყოფითი შედეგები ზეწოლას ახდენს. არავის უყვარს წაგება, განსაკუთრებით ამ დონის სპორტსმენებს. ეს კი ჩვენზე ზეწოლას ახდენს“, - თქვა რუსევმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს, ხოლო წლის ბოლო მატჩს ბულგარეთთან 18 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გამართავს. საქართველოს ნაკრებს ბულგარეთთან ბოლო სამი მატჩი არ წაუგია (2 მოგება, 1 ფრე), მაგრამ ჯამში უპირატესობა მეტოქეს აქვს - 4 მოგება (ბულგარეთი), 2 ფრე, 3 მოგება (საქართველო).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093359