კატალონიის „ბარსელონა“ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ისევ „კამპ ნოუზე“ ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
„ბარსა“ ლა ლიგის უახლოეს მატჩს 22 ნოემბერს, „ბილბაოსთან“ მშობლიურ არენაზე“ ჩაატარებს, სადაც ბოლოს 2023 წლის მაისში ითამაშა.
მას შემდეგ „კამპ ნოუზე“ რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა და რამდენიმე დღის წინ იქ „ბარსამ“ ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც 23 ათასამდე გულშემატკივარიც დაესწრო. ასე რომ, „ბარსელონა“ ისევ საკუთარ სახლში ითამაშებს, ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში კი, მეტოქეებს „მონტჟუიკის“ სტადიონზე მასპინძლობდა.






