"რომას" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელის დამატება სურს და როგორც იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი ირწმუნება მოლაპარაკებებს ჯოშუა ზირკზესთან აწარმოებენ.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და საკმაოდ დადებითად. ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილია და ნიდერლანდელი თავდამსხმელი "რომას" იჯარის წესით სეზონის ბოლომდე შეუერთდება. ყველაფერთან ერთად კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც იტალიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ჯოშუა ზირკზე "მანჩესტერში" "ბოლონიადან" გასული წლის ზაფხულში გადავიდა. მას მიმდინარე სეზონში 5 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.





