სხვა

19:20 | 16.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბერულავა-მეტელკინას ვერცხლის მედალი აშშ-ს გრან პრიზე

ISU-ს გრან პრის რიგით მეხუთე სერიაში, რომელიც ამერიკაში გაიმართა, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მოკლე პროგრმაში ქართული წყვილი 78.83 ქულით ლიდერი იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მეოთხე შედეგი აჩვენეს (116.90 ქულა), რაც ორი პროგრამის ჯამში 195.73 ქულა იყო და საბოლოოდ, მეორე ადგილი დაიკავეს.

მანამდე, ბერულავა-მეტელკინას წყვილმა ჩინეთის გრან პრიზე მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096458