სხვა

14:59 | 16.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

თოფურია მახაჩევს: "უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ დაგაძინებ"

UFC-ს ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ილია თოფურია ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელას ჩხუბს გამოეხმაურა, რომელიც მახაჩევის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

თოფურიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მახაჩევი ყველაზე მოსაწყენი არსებაა ამ სპორტში და მასთან რომ იჩხუბოს, აუცილებლად დააძინებს:

„ჯეკს სჭირდება, რომ მთელი მოსამზადებელი ბანაკი ჭიდაობას დაუთმოს. როგორი იმედგამაცრუებელი ჩემპიონია. რაღაცის სასწავლად საქართველოში უნდა წახვიდე. ისლამ შენ გჭირდება ის, რაზეც ვარჯიში არ შეგიძლია - ემოცია. შენ ყველაზე მოსაწყენი არსება ხარ ამ სპორტში. ყოველდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ დაგაძინებ“, - დაწერა თოფურიამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097903