ფეხბურთი

21:09 | 15.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კლუბს 2029 წლამდე არ დატოვებს

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ესპანური კლუბის ვადაზე ადრე დატოვების გეგმა არ აქვს. COPE-ს ცნობით, ის გუნდში მინიმუმ 2029 წლამდე, ვადის ამოწურვამდე დარჩება.

პერესს არ სურს დედაქალაქური კლუბის დატოვება თავისი პროექტების, მათ შორის „სანტიაგო ბერნაბეუს“ საბოლოო რეკონსტრუქციის დასრულების გარეშე. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ლოს ბლანკოსის“ ლიდერი „რეალს“ გაისად დატოვებს.

ესპანელი მეწარმე „რეალის“ პრეზიდენტის თანამდებობას 2000 წლიდან 2006 წლამდე იკავებდა. ის ამ თანამდებობაზე 2009 წელს დაბრუნდა. პერესის მმართველობის დროს „ლოს ბლანკოსმა“ 37 ტიტული მოიგო, მათ შორის შვიდჯერ ჩემპიონთა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157301